2019 წლის წარმატებული რუსთაველები

2020-01-01 16:10:35

2019 წელი რუსთაველების ნაწილისთვის წარმატების მომტანი ნამდვილად აღმოჩნდა.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ მიმდინარე წელს საინფორმაციო სააგნეტოს მიერ გაშუქებულ სასიამოვნო ფაქტებს, რომლებიც რუსთაველების წინსვლასთანაა კავშირში.

2019 წელს:

რუსთაველი სპორტსმენი, 18 წლის აკაკი გოგალაძე, ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა. ნახეთ ბმული

რუსთაველი მოჭიდავე, გუჯა ბარბაქაძე, კაზახური სტილით ჭიდაობაში, ზრდასრულებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე ადგილის მფლობელი და ყველაზე ლამაზი გდების ავტორი გახდა. ნახეთ ბმული

ტრამვაის მოსახატად, რომელიც სტრასბურგში 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს, ქართული ანბანი საკუთარი დიზაინით, რუსთაველმა კალიგრაფმა, ნიკა ღუნაშვილმა შექმნა. ნახეთ ბმული

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსი წივწივაძემ საერთაშორისო შეჯიბრზე სამი პირველი ადგილი მოიპოვა. ნახეთ ბმული

დემნა გვასალიას  გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაში მონაწილეობა რუსთაველმა მოდელმა ნინო ელიზბარაშვილმა მიიღო. ნახეთ ბმული

რუსთაველი ახალგაზრდა, ერეკლე ქარაია, ესტონეთში, "Tallinn University of Technology"-ში, ინტეგრირებული ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ნახეთ ბმული

რუსთაველი მოდელი, მარიამ გეჩუაშვილი კარიერის გასაგრძელებლად ტაილანდში მიიწვიეს. ნახეთ ბმული

წარმატება მოიპოვა რუსთაველმა მანიკურის სპეციალისტმა, ანა შიხიაშვილმა. ნახეთ ბმული

ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები რუსთაველები, რუსთავის #10 საჯარო სკოლის მასწავლებლები გახდნენ. ნახეთ ბმული

სტუდია "Crystal"-ის მოსწავლეები ათენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. ნახეთ ბმული

რუსთაველებმა ბაქოს ღია ჩემპიონატზე გუნდური წარმატება მოიპოვეს. ნახეთ ბმული

რუსთაველი მოსწავლეები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. ნახეთ ბმული

რუსთაველი ფეხბურთელი, გიორგი რეხვიაშვილი, საბერძნეთში, საფეხბურთო კლუბ "ლევადიაკოსში" სათამაშოდ მიიწვიეს. ნახეთ ბმული

პატარა რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატება მოიპოვეს კარატეს ღია ტურნირზე. ნახეთ ბმული

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის მიერ გამართულ საახალწლო ტურნირში გამარჯვებული "რუსთავის საკალათბურთო აკადემია" გახდა. ნახეთ ბმული