გიორგი რეხვიაშვილის წარმატება

2019-01-15 19:32:11

რუსთაველი ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთში საფეხბურთო კლუბ "ლევადიაკოსში" სათამაშოდ მიიწვიეს. ფეხბურთელი საბერძნეთის ქალაქ ლევიადიაში იცხოვრებს.

"ინფო რუსთავთან" რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ - "ლევადიაკოსი საბერძნეთის უმაღლესი გუნდია. ლევიადია ჰქვია ქალაქს სადაც ვიცხოვრებ, ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზეს და დავთანხმდი. "საბურთალო" ძალიან კარგი გუნდია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის, მაგრამ ჯერ ისეთ ასაკში არ ვარ რომ არ ვცადო უცხოეთში თამაში. საქართველოსთან შედარებით საბერძნეთში უფრო მაღალი დონეა და ვფიქრობ წამადგება დარჩენილი კარიერის განმავლობაში აქ თამაში. რა თქმა უნდა ყველა თამაშზე მოსაგებად გავალ, კლუბი გასავარდნ ზონაშია და ამ ეტაპზე შევეცდებით, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს რა იქნება."

30 წლის ფეხბურთელის კარიერა, რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, შემდეგ თბილისის კლუბ "დინამოს" შეუერთდა. ის ასევე თამაშობდა საჩხერის "ჩიხურაში", თურქულ "ბოლუსპორში". საბერძნეთში წასვლამდე კი თბილისის კლუბ "საბურთალოში" თამაშობდა.