რუსთაველი ნიჩბოსნის წარმატება

2019-09-16 12:24:08

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსი წივწივაძემ საერთაშორისო შეჯიბრებაზე სამი პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო შეჯიბრში „ოლიმპიური იმედები“ 35 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი, რუსთაველი ალექსი წივწივაძე. სპორტსმენმა სამ დისტანციაზე გაცურა და სამივე შემთხვევაში ოქროს მედლები დაისაკუთრა.

საერთაშორისო ტურნირი „ოლიმპიური იმედები“ 15 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობას ატარებს, სადაც რუსთაველმა ნიჩბოსანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე სპორტსმენები დაამარცხა.