პატარა რუსთაველმა მოცეკვავეებმა ქალაქის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს.
სტუდია "Crystal"-ის მოსწავლეები ათენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
სამეჯლისო და სპორტული ცეკვების კონკურსში "Athen dance sport open 2019" მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყნიდან 3770 მოცეკვავე ღებულობდა მონაწილეობას, რუსთაველმა მოცეკვავეებმა კი 5 ტური წარმატებით გაიარეს და 86 ბავშვს შორის პირველ და მეორე ადგილებზე გასვლა შეძლეს.
13 წლის ბარბარე ფრიდონაშვილი საერთაშორისო კონკურსზე თავისი კატეგორიის გამარჯვებული გახდა, 9 წლის ლიკა ღამბაშიძემ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბარბარე ფრიდონაშვილი და ლიკა ღამბაშიძე რუსთავში არსებული სამეჯლისო სტუდია "Crystal"- ის მოცეკვავეები არიან, მათი ხელმძღვანელი კი სოფო ბურდულაძეა. "Crystal" არსებობის 8 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება.