ღია ტურნირი კარატე WKF & MMA-ში

2019-02-17 12:49:25

ქალაქ ფოთში ჩატარდა ღია ტურნირი კარატე WKF & MMA-ში, სადაც მონაწილეობა რუსთაველმა დამწყებმა სპორტსმენებმა მიიღეს.

შედეგები კი ასეთია: 8-9წ გიორგი დოლუაშვილი III- ადგილი, 12-13წ ლუკა ღანიაშვილი II-ადგილი. კატა: გიორგი თაბაგარი II-ადგილი, ლუკა ღანიაშვილი II-ადგილი. MMA: კახა კორთხონჯია II-ადგილი.

" ძალიან მსურს პატარების წარმატება მთელმა ქალაქმა გაიგოს, რომ მეტი სტიმული მიეცეთ სამომავლოდ და მეტად ასახელონ ჩვენი ქალაქი"- ამბობს კარატის ინსტრუქტორი ზურა აბაკელია.

კარატე დოსი WKF სახეობაში ერთადერთი კლუბია ქალაქ რუსთავში, რომელიც სულ რაღაც 3 თვეა არსებობს.