რუსთაველი სპორტსმენების წარმატება

2019-03-26 22:45:20

საქართველოს თავისუფალი და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ცნობით რუსთაველმა სპორტსმენებმა მორიგი წარმატება და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

"24 მარტს აზერბაიჯანში, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ბაქოს ღია ჩემპიონატში მონაწილეობა რუსთაველმა სპორტსმენებმა მიიღეს და თითოეულმა მათგანმა ბრწყინვალედ იასპარეზა. მათ გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს, რუსთავში ოქროს მედლებით და ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გიორგი ღაღანიძის ასპარეზობა. მიუხედავად ფეხზე ორმაგი ტრავმისა, მან ბოლომდე იბრძოლა. სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. თავდადება დაუფასდა და თავის თანაგუნდელებთან ერთად პირველი ადგილი იზეიმა", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.