2021 წლის წარმატებული რუსთაველები

2021-01-03 17:34:48

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს სპორტულ-კულტურული ღონისძიებები შეზღუდულად იმართებოდა, თუმცა "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოხვდა არაერთი რუსთაველი, რომელმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწია.

გთავაზობთ გასულ წელს საინფორმაციო სააგნეტოს მიერ გაშუქებულ სასიხარულო ფაქტებს, რომლებიც რუსთაველების წინსვლასთანაა კავშირში.

2021 წელს:

1. რუსთაველი ალექსანდრე წივწივაძე კანოეს 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა; ნახეთ ბმული

2. საქართველოს კრივის ნაკრების კაპიტანი, რუსთაველი ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ნახეთ ბმული

სპორტსმენმა ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და ჩემპიონატის მეოთხედფინალში კუბელ მოკრივესთან შუბლის ძვლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ვეღარ შეძლო ჩემპიონატში მონაწილეობის გაგრძელება;

3. ლისაბონში ვეტერან სპორტსმენებს შორის მიმდიანრე ჩემპიონატში რუსთაველმა ძიუდოისტმა, ვასილ ბერუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა; ნახეთ ბმული

4. რუსთაველმა ანი ლუარსაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტში "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" გაიმარჯვა და ჩეხეთში ჩვენს ქვეყანას წარმოადგეს; ნახეთ ბმული

5. 22 წლის რუსთაველმა, ექვთიმე ბარამიძემ MMA-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო; ნახეთ ბმული

6. რუსთაველმა 16 წლის ბიჭმა, ნიკოლოზ კოწიწაშვილმა სწავლისთვის 50 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა; ნახეთ ბმული

7. რუსთაველი სპორტსმენი თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონი გახდა; ნახეთ ბმული

8. რუსთავის საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს ჩემპიონი გახდა; ნახეთ ბმული