რუსთაველმა ექვთიმე ბარამიძემ MMA-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო.
როგორც ამერიკაში მცხოვრები 22 წლის მებრძოლი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, საბრძოლო ხელოვნებით ორი წელია რაც დაკავებულია. 2021 წლის მაისში ჯიუ ჯიცუში ოჰაიოს შტატის ჩემპიონიც გახდა. რის შემდეგაც სურვილი ჰქონდა, რომ MMA-ში მიეღო მონაწილეობა.
ექვთიმეს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში პირველი შეხვედრა, რომელიც კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონი ჩატარდა, ასევე დებიუტანტ ჯანსტინ სპარკთან ჰქონდა, რომლის დამარცხებით პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მისი თქმით, კიდევ რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობით შანსები აქვს, რომ UFC-ში მიიღოს მონაწილეობა.