რუსთაველი ალექსანდრე წივწივაძე კანოეს 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, წივწივაძემ პორტუგალიაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 500 მეტრიანი დისტანცია მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც წივწივაძე საქართველოს ნაკრებთან ერთადაა წარმოდგენილი, პორტუგალიაში იუნიორებსა და 23 წლამდელებს შორის მიმდინარეობს.