2026-10-29 11:36:26
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, 80 კი დაშავდა.
ავარია მადრიდისა და სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა და ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ.
შეჯახებისას Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.