ლაშა გურული საქართველოში დაბრუნდა

2021-11-08 13:28:50

საქართველოს კრივის ნაკრების კაპიტანი, რუსთაველი ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

რუსთაველმა სპორტსმენმა, რომელიც 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და ჩემპიონატის მეოთხედფინალში კუბელ მოკრივესთან ორთაბრძოლისას შუბლის ძვლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ვეღარ შეძლო ჩემპიონატში მონაწილეობის გაგრძელებას.

მიუხედავად ტრავმისა, სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ კუბელი მოკრივე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები