2026-01-24 19:00:43
რუსთავში დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავი მოლთან მომხდარი სისხლიანი გარჩევა, ორ ნაცნობს შორის მისალმების ფორმის გამო დაიწყო.
არსებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთ მოზარდს თან ახლდა ნაცნობი, რომლის მისალმების ფორმა მოზარდისთვის მიუღებელი იყო. ამის შედეგად ნაცნობებს შორის დაიწყო დაძაბული კამათი. დაპირისპირების დროს მოზარდმა თანატოლი ცივი იარაღით, ხელის არეში დაჭრა. პოლიციამ შეიარაღებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.
რაც შეეხება დაშავებული მოზარდის მდგომარეობას, როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, ოპერაციის შემდგომ დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ რომ ქალაქის ცენტრში მოზარდის დაჭრის ინციდენტი, გუშინ საღამოს საათებში მოხდა.