რუსთავში ჩხუბის დროს კაცი დაჭრეს [video]

2026-06-15 17:25:15

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე რამდენიმე პირს შორის შელაპარაკებაჩხუბში გადაიზარდა და 39 წლის კაცის დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი თვითდინებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა გვითხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

"ახალგაზრდა მამაკაცი შემოსულია თვითდინებით. აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა ნახევარში. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. გადავიყვანეთ ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა მძიმეა",- გვითხრა რევაზიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.