 
         2023-05-15 20:23:00
2023-05-15 20:23:00 
    
		
		
			თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე სროლა იყო.
დაიჭრა ახალგაზრდა კაცი, რომელიც უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც  საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და  236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად  დაზიანებას და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.
