"თიბისი" ბანკის ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი დაჭრეს

2023-05-16 17:04:31

ბათუმში „თიბისი“ ბანკის მთავარ ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი დაჭრეს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

დაჭრილი კლინიკა "მედცენტრშია" მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები