2026-01-23 23:52:34
რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქთან ბიჭებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით ხელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მალევე "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ პაციენტს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რას მოჰყვა კამათი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით პირი ვინც დაჭრა მოზარდი, ასევე არასრუწლოვანია, ის სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.