2026-01-04 18:06:46
ბოლო პერიოდში რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოჩნდა, განცხადება სადაც წერია მგზავრებისა და მძღოლის მოვალეობები, ასევე ტრანსპორტით მგზავრობის წესები.
"1. ავტობუსში მგზავრთა ჩასხდომის და ჩამოსვლის წესები
1.1. მგზავრებს ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლა მხოლოდ გაჩერებებზე, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ შეუძლიათ;
1.2. დაცემის თავიდან ასაცილებლად, მგზავრებმა ასვლა-ჩამოსვლისას შესაბამისი მოაჯირები უნდა გამოიყენონ;
1.3. მგზავრები ვალდებულნი არიან დაიცვან ავტობუსში ასვლა-გადმოყვანის თანმიმდევრობა - მგზავრები ჯერ ადიან და შემდეგ ჩამოდიან;
2. ავტობუსის მძღოლი ვალდებულია:
2.1. ავტობუსის მართვისას მკაცრად დაიცვას დადგენილი მარშრუტი და გრაფიკი;
2.2. ავტობუსის გაჩერება ყველა გაჩერებაზე;
2.3. ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაეხმაროს ავტობუსში ასვლა-გადმოსვლაში;
2.4.ავტობუსი ატაროს, გააჩეროს ან დაძრას მკვეთრი ბიძგების გარეშე.
2.5. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრებს მკაფიოდ შეახსენოს მგზავრობის საფასურის გადახდის აუცილებლობა;
3. მგზავრი ვალდებულია:
3.1. ავტობუსში ასვლისას გადაიხადოს მგზავრობის საფასური დადგენილი ტარიფით;
3.2. ე.წ. „მოთხოვნისამებრ“ გაჩერების შემთხვევაში, წინასწარ მოითხოვოს გაჩერება;
3.3. თუ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდება ნივთები, ყუთები და ა.შ., დაუყოვნებლივ აცნობოს მძღოლს ან კონტროლიორს მათი შეხების გარეშე;
3.4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს დაცემის და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ მოაჯირებს მოეჭიდოს;
4. მგზავრს ეკრძალება:
4.1. უფასოდ მგზავრობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დაშვებულია შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით;
4.2. ნასვამ მდგომარეობაში მგზავრობა;
4.3. სატრანსპორტო საშუალების სალონში თამბაქოს ან მსგავსი ნივთიერებების მოწევა;
4.4. თავი გადაყოს ფანჯარაში;
4.5. სატრანსპორტო საშუალების სალონში სავარძელზე ფეხზე დააყენოს ბავშვი;
4.6. ბარგის დადება ავტომობილის სალონში არსებულ სავარძელზე;
4.7. სამუხრუჭე სიგნალების ან კარის გაღების მექანიზმების გააქტიურება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ავარიების თავიდან ასაცილებლად);
4.8. მძღოლის ყურადღების გაფანტვა ნებისმიერი ქმედებით ან საუბრით ავტომობილის მართვის დროს;
4.9. ავტობუსის კარების ხელით დახურვის ან გაღების თავიდან აცილება;
4.10. აალებადი, ადვილად მსხვრევადი საგნების, ასაფეთქებელი, მომწამვლელი, მომწამლავი, მძაფრი სუნის მქონე და რადიოაქტიური ნივთიერებების ბარგის სახით ტრანსპორტირება;
4.11. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ავტომობილში;
4.12. ხმაური, ხმამაღალი საუბარი და ემოციების ხმამაღლა გამოხატვა ავტომობილში;
4.13. პირადი სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა მესამე პირისთვის;
4.14. ავტომობილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის დაზიანება, მათ შორის ავტობუსის ექსტერიერის ან ინტერიერის შეღებვა ან მოხატვა წარწერით, საღებავით ან სხვა ქიმიური საშუალებებით;
შპს „რუსთავის მუნიციპალური საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოს“ ადმინისტრაცია"- წერია გამოკრულ განცხადებაში.