2026-01-04 16:08:08
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის ქუჩაზე ერთმანეთს "ვოლფსვაგენის" და "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.