2026-01-04 16:15:33
მარნეულში, ბაზარში მამა-შვილს ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, გამყიდველს რამდენიმე მამა-შვილის მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სამწუხაროდ, მედიკოსებმა 27 წლის კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.