2026-01-04 20:58:50
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად შემთხვევა სოფელ გვარაში მოხდა. ერთმანეთს "მერსედესის" და "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა გადაიყვანა კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით პაციენტებს არ მიუღიათ სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი დაზიანებები და კლინიკიდან გაწერილები არიან.