რომელი კანონები ამოქმედდა 1 იანვრიდან

2026-01-04 14:37:40

2025 წლის განმავლობაში შემუშავებული კანონები 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდნენ.
რომელი ახალი კანონი ამოქმედდა 1 იანვარს

1. მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.

2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. ახა­ლი წლი­დან ძა­ლა­შია “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მას აღე­მა­ტე­ბა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 200 ლარი იქ­ნე­ბა, ხოლო შემ­დეგ ჯერ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლი 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და.

2. მძღოლებს მართვის მოწმობები აღუდგებათ.

მძღო­ლებს, რო­მელ­თაც მარ­თვის უფ­ლე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ამო­წურ­ვის გამო აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი, 2026 წლის 1-ლი იან­ვრი­დან მარ­თვის უფ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად აღუდ­გე­ბათ და მათ მოწ­მო­ბას 100 ქულა ხე­ლახ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ დე­კემ­ბრის თვე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა იმ კა­ტე­გო­რი­ა­ზე, ვი­საც 2025 წლის 16 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მარ­თვის უფ­ლე­ბა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის­თვის, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის­თვის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ან მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ამო­წურ­ვის­თვის, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ღა­ვა­თი გავ­რცელ­დე­ბა. შე­ღა­ვა­თი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

3. კანონი შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ცალ­კე­უ­ლი ნორ­მე­ბი 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის.
2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის კა­ნო­ნის მუხ­ლი, რო­მე­ლიც არა­სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით ან ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე ცხო­ვე­ლის­თვის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას კრძა­ლავს. კერ­ძოდ, აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ყუ­რე­ბი­სა და კუ­დის კუ­პი­რე­ბა, ეშ­ვე­ბის ექ­სტრაქ­ცია, კლან­ჭე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი ამოკ­ვე­თა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ხმის იო­გე­ბის გა­დაჭ­რა.
“ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა 2025 წლის ივ­ლის­ში მი­ი­ღო.