ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება

2026-01-04 13:58:19

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება.

აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ავიამიმოსვლას ქარი აფერხებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 4 ფრენა გაუქმდა, 3 გადამისამართდა 1 კი უკვე შესრულდა.