2025-12-13 20:49:05
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, 22 წლის მამაკაცი მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.