რუსთავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა [video]

2025-12-13 17:27:00

რუსთავში ავარიის სედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა.

რუსთავში , 9 ძმა ხერხეულიძისა და გურამიშვილის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი  და "რეინჯ როვერი" შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა ადგილზე გაუწია დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.