რა სიტუაციაა გზებზე

2025-12-13 14:38:42

უამინდობის გამო, რამდენიმე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია | ინფორმაციას  გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
 "დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია".