ამინდი მკვეთრად უარესდება

2025-12-13 17:08:49

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
,,13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის  გამო  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).