2025-12-13 12:37:03
კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ.
ინფორმაცია ახალგაზრდას ნათესავები ავრცელებენ. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 12 დეკემბერს 3 საათზე გამთენიისას სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.
„მეგობრებო დაგვეხმარეთ, წუხელ სახლიდან გავიდა და მას მერე ვეძებთ, თუ ვინმემ შეამჩნიეთ დამიკავშირდით ნომერზე 555208518. ძალიან გთხოვთ“- წერია ინფორმაციაში.