2025-11-09 14:46:09
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციის საშუალებით.