"მოდიან, აკეთებენ თითქოს და მეორე დღეს ისევ იგივე მდგომარეობაა"

2025-11-09 13:56:21

რუსთავში ლეონიძის ქუჩის N14-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის მაცხოვრებლებმა ნინა ნოზაძემ განუცხადა, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი, რის გამოც დატბორილია კორპუსის წინა და უკანა მხარეს ეზოები.

"მოდიან, აკეთებენ თითქოს და მეორე დღეს ისევ იგივე მდგომარეობაასახლის გვერდით არის პატარა ბაღივით და დატბორილია. პატარა სკამები და მაგიდაა გაკეთებული, ბავშვები ისხდნენ ხოლმე, ახლა საშინელება ხდება იქ. სახლის უკან პატარა შემოღობილები აქვს ხალხს, იქ უარესია კიდევ",- გვითხრა ადგილობრივმა.

იგივე პრობლემა აქვთ მე-16 მიკრორაიონში N7 კორპუსის მაცხოვრებლებს. მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანებულია საკანალიზაციო მილი და ეზო იტბორება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია ჯივიპი რუსთავს, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მისამართებზე ჯგუფებს გაუშვებენ.