2025-11-09 16:35:20
თერჯოლაში ნანგრევებში მოყოლის შედეგად 15 წლამდე მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მიტოვებულ ავტოფარეხში იმყოფებოდა, რა დროსაც ნანგრევებში მოჰყვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.