რუსთავში მაშველებმა და პატრულმა კაცი გადაარჩინეს [video]

2025-11-09 16:39:46

რუსთავში კაცი, რომელიც სუიციდის მიზნით ხიდიდან ხტებოდა, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი სასაფლაობის გზაზე არსებული ხიდის ჯებირზე იყო გადასული და მტკვარში გადახტომას აპირებდა.

კაცს პატრულისა და სამაშველოს თანამშრომლები ფარულად მიუახლოვდნენ, ხელი მოკიდეს და ხიდის ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.