რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

2025-11-09 13:42:42

რუსთავში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ბინაში ცეცხლი სანთლიდან გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.