არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კაცი დააკავეს

2025-10-28 19:30:11

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კაცი დააკავეს.

სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას წლების განმავლობაში ავიწროებდა და ამის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, გოგონამ მომხდარი კლასელს გაუმხილა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ. 

შსს-მ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, რომ მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.