2025-10-28 15:09:05
რუსთავში ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი შარტავას გამზირზე ახლად აშენებულ ბინებშია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ქალაქის შემოსასვლელთან ახლოს, შარტავას გამზირზე ახალაშენებულ კორპუსებში მოთხოვნა ძირითადად უცხოელების მხირდანაა მაღალი, რის გამოც ასევე მაღალია ქირის ფასიც.
მათი თქმით, ქირის ფასი 400$-დან იწყება და 600$-მდე ადის. ფასის ცვლილება დამოკიდებულია ბინის კვადრატულობაზე.
რაც შეეხება ზოგადად ქალაქში ბინის დაქირავებას, უძრავი ქონების აგენტების ცნობით, 1 ოთახიან ბინას 400 ლარადაც იქირავებთ, 3 საძინებლიანი ბინები კი 800 ლარიდან იწყება.