2025-10-28 17:59:17
რუსთავი-გაჩიანის გზაზე ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ვადა 2 კვირით გადაიწია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაუდასტურეს.
დასრულების თარიღი უკვე მეორედ შეიცვალა. თავდაპირველად გზაზე რეაბილიტაცია 28 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც მაშინ დეპარტამენტში გვითხრეს, დასრულება ვერ მოესწრო და ვადა 1 თვით, 28 ოქტომბრამდე, გახანგრძლივდა.
რეაბილიტაცია ვერც 28 ოქტომბერს დამთავრდა და როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, მიზეზი დამატებით, გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მეტეოროლოგიური პირობებია.