2025-10-28 15:17:27
რუსთავში ახალ აშენებულ ბინებზე მაღალი მოთხოვნაა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებმა განუცხადეს, მათი თქმით ახალ აშენებულ კორპუსებში მოთხოვნა მაღალია როგორც ქირაზე, ასევე ყიდვაზე.
მათი თქმით, ახალ რუსთავში მშენებარე კორპუსებში კვ.მ ფასები 800$-900$-ის ფარგლებშია. ფასის ცვლა კი დამოკიდებულია ბინის ჩაბარების კონდიციასა და გადახდის პირობებზე.
ფასი ახალ რუსთავთან შედარებით მაღალია ძველ რუსთავში მშენებარე კორპუსებში, სადაც 1 კვ.მ ღირებულება 1000-1300$-მდე მერყეობს.
გაყიდვების აგენტების თქმით, უკვე დასრულებულ პროექტში გარემონტებული ბინის კვ.მ-ის ფასი 1000-1100$-ია.