პოლიციამ ორი პირი დააკავა

2025-06-29 12:06:05

პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს.

ა.ა. - ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძებით დადგინდა, რომ ა.ა. - მ, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. - ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.