რუსთაველი ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

2025-06-29 12:01:32

რუსთაველი ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია.

მან ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში 2 წუთსა და 24 წამში ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ილია თოფურია ორი წონის - ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.