როგორია რუსთავში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა
რუსთავში მე-17 მიკრორაიონში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკა "რუსთავის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა ნერგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურებულია, უკვე მოიხსნა აპარატიდან, გამოღვიძებულია და თუ პარამეტრები დასტაბილურებას განაგრძობს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანს.
პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმედ ფასდება.