ავარიის დროს 1 ადამიანი დაღუპა, 2 კი დაშავდა

2025-06-29 12:08:12

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარია სოფელ დედოფლისწყაროში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედისა და შირაქის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა, ტრაქტორში მყოფი მამა-შვილი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.