რუსთაველმა ძალოსანმა გიორგი ტივაძე თბილისში Arnold Classic საკვალიფიკაციო ტურნირში 75 კმ-მდე წონით კატეგორიასა და აბსოლუტურში გამარჯვება მოიპოვა.
ტივაძემ ძალისმიერ სამჭიდში 77,5 კგ აწია.
მალხაზ გაბისკირიას გაწვრთნილმა რუსთაველმა სპორტსმენმა ამ მოგებით მოიპოვა ლიცენზია, რომ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში მადრიდში გასამართ Arnold Classic-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა.