მეზობელმა მეზობელი მოკლა

2025-03-22 23:20:33

ვანში, სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.