ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.
მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობლის სახლის სახურავზე, საკვამურში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.