ავარია რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე

2025-03-22 18:51:35

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის"ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.