ქვემო ქართლში ავარიას 23 წლის კაცი ემსხვერპლა

2025-03-23 12:16:16

ქვემო ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლიტ დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც 23 წლის კაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.