დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა.
"სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, რომელთა ნაწილი ბავშვები იყვნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება არ გვიდასტურებს.
კლინიკა "იმედის" განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპურული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.