კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.