გარეულმა ცხოველმა კაცი დაგლიჯა

2023-02-02 17:01:19

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში 70 წლამდე კაცი გარეულმა ცხოველმა დაგლიჯა.

მამაკაცის ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს აცნობეს.

როგორც "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, კაცი, სავარაუდოდ, მგელმა დაგლიჯა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები