უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

2022-12-11 19:03:40

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სოფლის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის ცხედარი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარედ ხევში იპოვეს.

არსებული ცნობით, შუა ხნის მამაკაცს ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.