კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ხანძარს კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, ტარიელ ოხანაშვილმა განუცხადა ცეცხლის გაჩენის დროს 59 წლის მამაკაცი მარტო იმყოფებოდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ანთებული სიგარეტით ჩაეძინა, რის გამოც სახლში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.